განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ესტონეთისა და სომხეთის ოფიციალურ დელეგაციის მასპინძლობა
RDRC.GE
ესტონეთისა და სომხეთის ოფიციალურ დელეგაციის მასპინძლობა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ესტონეთისა და სომხეთის ოფიციალურ დელეგაციებს უმასპინძლა.

   ვიზიტის დღე სამუშაო შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ირგვლივ სხვადასხვა საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

   შეხვედრა გაიმართა ახალი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც პრაქტიკოსთა საერთაშორისო პარტნიორობის ქსელის (PractNet) ორგანიზებითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პირველი ფაზა განხორციელდა სომხეთში, ლორის რეგიონში 2023 წლის ივნისში, ხოლო შემდეგი ეტაპი ხორციელდება საქართველოში, 17-22 სექტემბერს და აღნიშნულ ეტაპზე პროექტის მონაწილეები ეწვივნენ პროექტში მონაწილე ქართულ მუნიციპალიტეტებს.

   პროექტის ფარგლებში შერჩეულია 3 ძირითადი მიმართულება, რომლებზეც ესტონელი ექსპერტები იმუშავებენ მუნიციპალიტეტებთან: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუნიციპალიტეტის ინდუსტრიული ზონების განვითარება და მეწარმეობის განვითარება სოფლად.

   ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, დელეგაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესისთვის საინტერესო ინფრასტრუქტურა და ლოკაციები დაათვალიერებინა.

   მერმა, ესტონურ დელეგაციასთან კონკრეტული იდეები განიხილა და სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმები დასახა.

   ვიზიტის ბოლოს ესტონეთის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს ნაყოფიერი და საინტერესო თანამშრომლობისთვის.

   დავით ბახტაძე -,, რამოდენიმე ხნის უკან სამი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესტონეთში ვიყავით სამუშოა ვიზიტით და დღემდე უამრავი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ესტონეთის გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მუნიციპალიტეტისთვის ბევრ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ ესტონეთის მაგალითზე. ვგეგმავთ სამრეწველო და საინვესტიციო პროექტებზე მუშაობას. ამასთანავე, ესტონელ კოლეგებთან ქალაქის დაგეგმარების პროექტის შექმნაზე ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ მადლობა ესტონელ მეგობრებს."

   პროექტის ხელმძღვანელობის და ესტონეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით პროექტის ერთ–ერთი მონაწილედ სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სწორედ მუნიციპალიტეტის მერის დავით ბახტაძის დიდი ინტერესისა და აქტიურობის გამო შეირჩა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 155