განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გაიმართა ფილმის ,,დიდება დედოფალს“ ჩვენება
RDRC.GE
გაიმართა ფილმის ,,დიდება დედოფალს“ ჩვენება
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში, რეჟისორ თათია სხირტლაძის ფილმის ,,დიდება დედოფალს“ ჩვენება გაიმართა. ფილმი ოთხ ქართველ, გენიალურ ქალ მოჭადრაკეს ეძღვნება და კიდევ ერთხელ შეახსენებს მაყურებელს, როგორ დაამსხვრიეს ქართველმა მოჭადრაკე მანდილოსნებმა მსოფლიოში არსებული სტერეოტიპი–ჭადრაკი მამაკაცთა თამაშია.

   ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია და ნონა იოსელიანი ფილმის მთავარი მოქმედი გმირები არიან. მათ თამამად შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიო ჭადრაკის გმირები, რომლებმაც გასული საუკუნის 60–იანი წლების დასაწყისიდან თითქმის 30 წლის განმავლობაში შექმნეს ეპოქა ჭადრაკის ისტორიაში და ქალთა ჭადრაკი ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრეს.

   ფილმის ჩვენება ავსტრიის საელჩოს უშუალო ძალისხმევით საქართველოს 9 ქალაქში შედგა. დღევანდელ ჩვენებას სამტრედიაში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა, საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდა თავად რეჟისორი. ,,1999 წლიდან ავსტრიაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. ამ ფილმის გადაღების იდეა ერთ უბრალო შეხვერდრას უკავშირდება– როდესაც ჩემმა კულტურის ისტორიის ლექტორმა, პროფესორმა შეიტყო, რომ მე საქართველოდან ვიყავი, პირველი რაც ახსენა, ესენი მოჭადრაკე ქალები იყვნენ. ეს ჩემთვს გახდა ინსპირაციის წყარო და დავიწყე ფიქრი ფილმის გადაღებაზე. დიდი სიამაყეა, როცა ვაცნობიერებ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე, სადაც ჭადრაკი ქალების თამაშია,“ აღნიშნავს თათია სხირტლაძე ჩვენთან საუბარში.

   ფილმის ,,დიდება დედოფალს“ პრემიერა 2020 წელს შედგა. გადაღებები კი 2018–2019 წლებში საქართველოში, საბერძნეთსა და ვენაში მიმდინარეობდა. სურათში გამოყენებულია უნიკალური დოკუმენტური მასალა. მასში კომპოზიციურადაა შერწყმული წარსულისა და თანამედროვეობის კონტექსტუალური მაგალითები.

   დღევანდელ ჩვენებას, რომელსაც ორგანიზება სამტრედიის საჭადრაკო კლუბმა გაუწია, ესწრებოდნენ ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. განსაკუთრებით საინტერესო მაყურებელთა შორის სწორედ საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებს აღმოაჩენდით, რომლებმაც 2 საათიან ფილმს დიდი ინტერესით მიადევნეს თვალი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 177