განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოხუმის დაცემის დღე
RDRC.GE
სოხუმის დაცემის დღე
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას და გურამ გაბესკირიას მემორიალები გვირგვინით შეამკეს და დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.

   დავით ბახტაძე -,,საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა სოხუმის დაცემის დღე, დღე რომელიც ამავდროულად უდიდესი გმირობის მაგალითს შეიცავს იმ ქართველი მებრძოლების ვინც თავი შესწირა საქართველოს კეთილდღეობას . ამავდროულად ტკივილით სავსე დღეა, ვინაიდან უამრავი ადამიანი ამ დღის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა. მაგრამ ჩვენ ქართველები დარწმუნებული ვართ, რომ მშვიდობიანი განვითარების წყალობით, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს და საქართველოს დროშას ავაფრიალებთ სოხუმში."

   სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 149