განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა, დეპუტატების უმრავლესობამ, დღის წესრიგით წარმოდგენილი რამდენიმე საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

   საკითხი, რომელმაც დეპუტატთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების შერწყმისთვის ( გაერთიანებისთვის) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა იყო. აღნიშნული პროექტი სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების შექმნას ისახავს მიზნად და დღევანდელ სხდომაზე ის ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყდა, რეორგანიზაციის საკითხი საკრებულოს წევრებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მანანა სირბილაძემ წარუდგინა. დღესვე მან საკრებულოს წევრებს 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

   გარდა ამისა დღევანდელ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანომ, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს მიერ მიღებული ,,ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ შეთანხმებაზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სახელით თანხმობაზე ხელის მოწერის უფლება მიანიჭა მუნიციპალიტეტის მერს.

   საკრებულოს სხდომაზე დღეს ანგარიშით საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მერაბ უღრელიძე წარსდა. მან 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობა შეაჯამა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 139