განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კანონმდებლობით დადგენილი ერთ-ერთი პუნქტი ამოქმედდა
RDRC.GE
კანონმდებლობით დადგენილი ერთ-ერთი პუნქტი ამოქმედდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, კანონმდებლობით დადგენილი ერთ-ერთი პუნქტის ამოქმედება, დღეს, მელაურის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ ამის შესახებ ამომწურავად ისაუბრა და შემდგომში დაგეგმილი შეხვედრებიც დაანონსა. ,,საკანონმდებლო ორგანო მუდმივად მზადაა მოსახლეობას ამომწურავი პასუხი გასცეს გაწეული მუშაობის შესახებ. დღეს ვხვდებით მოსახლეობას, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს და ერთად დავგეგმავთ მომავალ 2024 საბიუჯეტო წელს" განაცხადა ნუგზარ ჯამბურიამ.

   აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მელაურის და ეწერის ადმინისტრაციული ერთეულებიდან, მერაბ უღრელიძემ მოსახლეობასთან გაწეული მუშაობის შესახებ საინფორმაციო ანგარიშით სწორედ დღეს აამოქმედა..

   დეპუტატმა ყველა იმ შესრულებულ და დაგეგმილ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელდა. მათ შორის საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრავს შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხას.

   მელაურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში შეკრებილ მოსახლეობასა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შორის დღევანდელი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

   შეხვედრაზე მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა მერის წარმომადგენელმა მელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფიკო კიკაჩეიშვილმა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 126