განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ,,მედიაწიგნიერების დღე სკოლაში"
RDRC.GE
,,მედიაწიგნიერების დღე სკოლაში"
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   საქართველოში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით, უკვე მეორედ აღინიშნება ,,მედიაწიგნიერების დღე სკოლაში."

   გაეროს რეზოლუციით გათვალისწინებულ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს სსიპ ქალაქ სამტრედიის N12 და მარლენ ბარამიას სახელობის N6 საჯარო სკოლებიც შეუერთდნენ.

   N12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, სოფიო კირთაძის და N 6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნათია იობაძის ერთობლივი პროექტით მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე აქტივობა.

   დღეს, გაერთიანებული შეხვედრა შედგა სსიპ ქალაქ სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებმა რამდენიმე აქტივობა განახორციელეს. წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები სხვადასხვა აპლიკაციის შექმნასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეხვდნენ სამტრედიაში მოქმედი მასმედიის წარმომადგენლებს და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მოისმინეს.

   მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები კვლავ გაგრძელდება და 25 ოქტომბერს დასრულდება.

   შეხვედრას ესწრებოდა N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ონიანი, რომელმაც სკოლებში მედიაწიგნიერების როლსა და ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 159