განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ჰუმანურმა სამტრედიამ შალვა ამონაშვილს და მის ოჯახს უმასპინძლა
RDRC.GE
ჰუმანურმა სამტრედიამ შალვა ამონაშვილს და მის ოჯახს უმასპინძლა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვანთა დარბაზში ჰუმანურმა სამტრედიამ შალვა ამონაშვილს და მის ოჯახს უმასპინძლა

   ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი სამტრედიაში დღეს იმ მაღალზნეობრივ იდეალებზე საუბრობდა, რომელიც აღზრდის მთავარი ქვაკუთხედია, რომლის გარეშე ჰუმანური პიროვნების ჩამოყალიბება შეუძლებელია. სწორედ ეს უნდა გახდეს სახელმძღვანელო საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელთათვის. ,,ჰუმანურობა სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ მოკვდავი თავის თავში დაეძებს უკვდავებას. ჭეშმარიტად ჰუმანური განათლება სულის აღზრდაში მდგომარეობს. ამიტომაც, ჭეშმარიტი აღზრდა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი თავით უნდა დაიწყოს," შალვა ამონაშვილის დღევანდელი ეს დარიგება ალბათ, დიდხნს ემახსოვრება დამსწრესაზოგადოებას, როელთა შორის უმრავლესობა საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ.

   შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, რომელმაც ამონაშვილების ოჯახს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და მეტად საჭირო ინიციატივებისთვის. ,, ბატონი შალვა ამონაშვილის მაღალზნეობრივი და ჰუმანური მეთოდები არის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი. სწორედ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რათა ღირსეული მოქალაქეები აღიზარდონ," აღნიშნა დავით ბახტაძემ.

   დღევანდელ შეხვედრაზე სამტრედიაში ბავშვთა და მოზარდთა სულიერი განვითარების ცენტრის დაარსების იდეაც გაჟღერდა. მსგავსი ცენტრი, რომელსაც ამონაშვილებმა ,,მზიანეთი" უწოდეს მომავლის სკოლის იდეას ატარებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 159