განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ჯიხაიშსა და ჩხენიშში მიმდინარე სამუშაოები
RDRC.GE
ჯიხაიშსა და ჩხენიშში მიმდინარე სამუშაოები
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თედორაძესთან ერთად ჯიხაიშსა და ჩხენიშში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

   საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო ჯიხაიშში 31-ე და 33-ე ქუჩებზე. ასევე ღანირში ე. წ. ფრანგიშვილებისა და კეკელიების უბნებში. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდითა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა.

   გარდა ამისა საგზაო ინგრასტრუქტურა მოწესრიგდა ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში.

   მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ასევე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია. დღევანდელი მონიტორინგის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩხენიშის საჯარო სკოლაში სამუშაოების მინდინარეობის მეორე ეტაპი დაათვალიერეს.

   დავით ბახტაძე-,,დღეს რაც ვნახეთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამუშაოები სრულდება მაღალ დონეზე, გრაფიკის დაცვით. საგზაო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ადგილობრივების ცხოვრების დონეს საგრძნობლად გააუმჯობესებს. ჩვენი მიზანი, მოსწავლეებმა ისწავლონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში, ნელ-ნელა ყველა ლოკაციას მოიცავს."

   განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოთქვამს ადგილობრივი მოსახლეობა მინდინარე პროექტების გამო.

   ,,ამდენი წელია აქ ვცხოვრობ და ასფალტის გზა ჩვენ არ გვქონია. მადლობა ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას მოსახლეობაზე ზრუნვისთვის," აცხადებს მიხეილ დარსაველიძე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 136