განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ქუთაისის აეროპორტს ტაქსის გადაყვანის სერვისი დაემატა
RDRC.GE
ქუთაისის აეროპორტს ტაქსის გადაყვანის სერვისი დაემატა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ტაქსის ოფიციალური გადაყვანის სერვისი ემატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ახალი სერვისი დახვდებათ.

   საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ელექტრონულ აუქციონში კომპანია BENE EXCLUSIVE-მა გაიმარჯვა.

   კომპანია აეროპორტის მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს.

   ავტობუსების შემდეგ, აეროპორტი თავის მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს, რომელიც მთლიანად მგზავრის კომფორტზე უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

   ქართული კომპანია BENE EXCLUSIVE მომსახურებას ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ონლაინ ჯავშნების სახით და ადგილზე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში შესთავაზებს. ოფიციალური ტაქსით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში (ზედა ზღვრის გათვალისწინებით) შეეძლებათ. ხოლო საქართველოს სხვა მიმართულებით კილომეტრაჟის მიხედვით.

   რაც აეროპორტს მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ამის აღსანიშნავად, დღეს 20 ოქტომბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის ტერმინალში, აეროპორტის ტაქსის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

   კომპანიის წარმომადგენლები მოწვეული სტუმრებს გააცნობენ ტაქსის ოპერირების პრინციპს, ონლაინ დაჯავშნის პრინციპს, მოხდება ავტომობილების პრეზენტაცია და ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე.

   პრეზენტაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითთმართველობის და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმიმისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 158