განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ჯადოსნური შემოდგომის ფერები
RDRC.GE
ჯადოსნური შემოდგომის ფერები
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ჯადოსნური შემოდგომის ფერებით მორთული დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა. ჭრელა–ჭრულა კაბებსა და პერანგებში გამოწყობილმა გოგო–ბიჭებმა ისე ააფერადეს ასწლოვანი სკოლის კედლები, ფანჯრებიდან მოცქირალ შემოდგომასაც შეშურდებოდა.

   სსიპ ქალაქ სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მეორე კლასელებმა, პედაგოგ მედეა გეგეშიძესთან ერთად, შემოდგომის ხვავი და ბარაქა პირდაპირ ჩვენს თვალწინ დაახვავეს, წელიწადის ამ მსუყე დროს თათარით და ჩურჩხელებითაც მიეგებნენ და ცეკვა–სიმღერით ხოტბა შეასხეს. დღეს, პატარების ჟრიამული სკოლაში, მართლაც შემოდგომისფერი იყო.

   ,,დღევანდელი ღონისძიების მიღმა დიდი შრომა, მონდომება და სურვილი დგას. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს პატარებს, მათ მშობლებს და ჩვენს სკოლას ასეთი მხარდაჭერისთვის. შევეცადეთ ჩვენი თვალით დანახული შემოდგომა თქვენთვისაც გაგვეცნო,’’ გვიყვება 52 წლიანი გამოცდიების მქონე პედაგოგი, მედეა გეგეშიძე.

   ,,ეს არ გახლავთ პირველი, როცა მედეა მასწავლებელი ასე გვანებივრებს თავისი ღონისძიებებით. ჩვენს განახლებულ სკოლაში პირველად მოვიპატიჟეთ შემოდგომა და ასეთი მონდომებული და ნიჭიერი ბავშვების წყალობით კიდევ უფრო ბევრ შემოქმედებით საღამოს ვიხილავთ. მადლობა მოსწავლეებს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის,“ აღნიშნა N12 საჯარო სკოლის დრექტორმა ნინო ონიანმა.

   დღევანდელი ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს თეკლა გაბედავამ და ქორეოგრაფმა თეიმურაზ თევზაძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 111