განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სამტრედიის მე-10 ბაგა-ბაღში ბარაქიანი შემოდგომის ზეიმი მოეწყო
RDRC.GE
დღეს სამტრედიის მე-10 ბაგა-ბაღში ბარაქიანი შემოდგომის ზეიმი მოეწყო
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის მე-10 ბაგა-ბაღში ბარაქიანი შემოდგომის ზეიმი მოეწყო

   ბაღის მმართველის ქეთევან შაშიაშვილის აღსაზრდელების ღონისძიებები ყოველთვის საინტერესო და ინოვაციებით არის გამორჩეული.

   აღსანიშნავია მე-10 ბაგა ბაღის მეთოდისტის მანანა გოდუაძის პროფესიონალიზმი. დიდი გამოცდილებისა და შესაძლებლობების მანანა გოდუძე კილეგებს მაქსიმალურად უზიარებს გამოცდილებას.

   ბარაქიანი შემოდგომის აქტივობები პატარებმა ბაღის პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად წარმოუდგინეს საზოგადოება . აღმზრდელები: ია შანიძე,ლელა გაბადაძე, ცუგუნი გოგიშვილი , აღმზრდელის დამხმარეები: ნანა ჯვარშეიშვილი ,ირმა ბურკაძე, სოფო კალანდაძე, ელზა ბელთაძე , სოფია საყვარელია მუსიკის პედაგოგი ხათუნა გოგია. ეს იმ პედაგოგთა ჩამონათვალია, რომლებიც თავდაუზოგავად, სიყვარულით და უანგარო მზრუნველობით გამოირჩევიან.

   აღსანიშნავია, რომ სპეც პედაგოგ ნათია სანიკიძისა და ფსიქოლოგ ხათუნა სანადირაძის მუშაობის შედეგად ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო ბაღის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელი.

   პატარებმა ბარაქიან შემოდგომას მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები. წარმოდგინეს საგანგებოდ თემის შესაბამისად დადგმული ცეკვები. პატარებმა თავად ამოავლეს თათარაში გემრიე ჩურჩხელები და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ.

   საშემოდგომოდ მოწყობილ ულამაზეს ეზოში მოეწყო აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა.

   წარმოდგენილი ინსცენირებითა და აქტივობებით აღფრთოვანებული სტუმრები ემოციებს ვერ ფარავდნენ.

   სამტრედიის _სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ხათუნა გაგუამ და განათლების რესურსცენტრის ბაგა-ბაღების კოორდინატორმა ირმა შველიძემ მადლობა გადაუხადეს ბაღის მმართველს ქეთევან შაშიაშვილ, პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს შთამბეჭდავი და საინტეროსო დღესასწაულისთვის .

   მე -10 ბაგა-ბაღის მშობლებმა მადლიერება გამოხატეს მერის დავით ბახტაძის მიმართ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 109