სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი
სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
RDRC.GE
გვიანი შემოდგომა ბაღის ეზოში შემოიპატიჟეს
კატეგორია: სიახლე
ბარაქიანი შემოდგომის ფერები პატარების მხიარულებამ და ჟრიამულმა კიდევ უფრო ააფერადა. სამტრედიის N6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა გვიანი შემოდგომა ბაღის ეზოში შემოიპატიჟეს და არაჩვეულებრივად ლამაზი სივრცეები შექმნეს.
აღსაზრდელებმა რამდენიმე საინტერესო აქტივობაც წარმოგვიდგინეს. მხიარულმა გოგო-ბიჭებმა შემოდგომის ერთი დღე ნამდვილ ზეიმად აქციეს, თათარაც მოადუღეს და ჩურჩხელაც ამოავლეს.
,,ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ცდილობს პატარებს, საჭირო აქტივობებით გამოუმუშაოს ყველა ის აუცილებელი უნარ-ჩვევა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის," აღნიშნა ბაგა-ბაღის მმართველმა ლინა შენგელიამ.
აღსანიშნავია, რომ აღმზრდელთა კრეატიული და საინტერესო იდეები N6 ბაგა-ბაღში უცხო ნამდვილად არაა.