განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მოხდა გაწეული მუშაობის შესახებ საანგარიშო მოხსენებების მოსმენა
RDRC.GE
მოხდა გაწეული მუშაობის შესახებ საანგარიშო მოხსენებების მოსმენა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის და მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეთა მიერ, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ საანგარიშო მოხსენებების მოსმენა მოხდა.

   შეხვედრამ, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ზემოთ აღნიშნულ პერიოდში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

   საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნონა იანიკოვმა, სტატისტიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ საკითხებზე დაყრდნობით წარმოადგინა აპარატის მუშაობის შესახებ ანგარიში და აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობებს კანონით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით ასრულებენ, დადებითად ფასდებიან და მე–2 კლასის საჯარო მოხელეებად ითვლებიან.

   ვრცელი გამოსვლა ჰქონდა საკრებულოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი ლეჟავას. მან კომისიის მიერ გაწეულ ანგარიშთან ერთად თავის სამაჟორიტარო არეალში, დიდ ჯიხაიშში, დაგეგმილ და განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა და სრული მზაობა გამოთქვა შემდგომ პერიოდში მოსახლეობისთვის საჭირო პროექტების განხორციელებაზე.

   საქმიანი და კონკრეტულ დეტალებზე გათვლილი იყო საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ტარიელ ცომაიას მოხსენება, რომელმაც შესაბამისი უწყების, მერიის სამსახურებს და მათ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა კოორდიირებული მუშაობისთვის. მან აქცენტი გააკეთა იმ მიმდინარე და დაგეგმილ ინფრსტრუქტურულ პროეტებზე,რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნდა განხორციელდეს.

   შესრულებული სამუშაოების შესახებ ამომწურავი და ვრცელი იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნათია პაპავას საანგარიშო გამოსვლა. დეპუტატმა, რომელიც საკრებულოში ქალაქში მცხოვრებ ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობის მანდატით შევიდა, იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც მის სამაჟორიტარო სივრცეს მოიცავს. აქ ხაზი გაესვა, სოციალურ, ჯანდაცვის, გენდერულ და სხვა სახის პროექტებს.

   დღევანდელი შეხვედრის ბოლო მომხსენებელი იყო საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, რომელმაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობს კოდექსის" თანახმად, დადგენილ ვადებში, შეაჯამა საკრებულოს წევრთა და ზოგადად, საკრებულოს მუშაობა. მან დღესვე დააანონსა, რომ 2024 წლის თებერვალში საკრებულოს წინაშე 2023 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშით წარსდგება მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე.

   საკრებულოს თავმჯდომარის საანგარიშო მონახაზში მოხვდა 6 მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურაზეა გათვლილი. დღესვე გაკეთდა ანალიზი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე, რომლის ფორმირება 2023 წელს 7 – ჯერ მოხდა.

   დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ შორის მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ ზაქრაძე და მოადგილე გიორგი მეიშვილი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 92