სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
N-2 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მხიარულმა ჯგუფებმა ,,ცისარტყელამ" და " ვარსკვლავებმა" შემოდგომის შემაჯამებელი აქტივობა ნამდვილ ზეიმად აქციეს.
ფუსფუსა და მხიარული პატარები საუცხოოდ მორთული სცენიდან სახალისო და მათზე მორგებული აქტივობებით შემოსგომისფერ განწყობას ქმნიდნენ.
ბარაქიან შემოდგომას ბაღის აღსაზრდელები, აღმზრდელთა და მუსიკის პედაგოგის ჩართულობით, მხიარულ სიმღერებს უძღვნიდნენ.
განსაკუთრებით საინტერესო და შემოქმედებითი იყო შემოდგომის მოტივებზე შესრულებული აპლიკაციები და ნახატები. პატარებმა დაამტკიცეს, რომ მათ მრავალმხრივი შესაძლებლობები გააჩნიათ. აღსანიშნავია აქტივობებში აღმზრდელთა ჩართულობა, რაც ერთგვარი მოტივაციაა ბავშვებისთვის.
ბაგა- ბაღის მმართველმა ინგა წიქვაძემ მადლობა გადაუხადა პატარა მეგობრებს და მათ აღმზრდელებს ასეთი ლამაზი საღამოსთვის.
საშემოდგომო აქტივობას დასწრნენ ბაგა-ბაღის გაერთიანების დირექტორი ხათუნა გაგუა, მოადგილე მარინა შენგელია და სპეციალისტები.