განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში პირველად ჩოგბურთში ღია ტურნირი ჩატარდა
RDRC.GE
სამტრედიაში პირველად ჩოგბურთში ღია ტურნირი ჩატარდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიაში პირველად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, ჩოგბურთში ღია ტურნირი მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის სამტრედია 2023 ჩატარდა.

   მოყვარულთა შორის ღია ტურნირს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

   ლაშა თევზაძის ქუჩაზე არსებულ ახლად რეაბილიტირებულ ,,ჩოგბურთის კორტებზე’’ სამტრედიელ მოყვარულთა შორის საჩოგბურთო ტურნირი რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, რომელშიც 32 მოყვარული ჩოგბურთელი ჩაერთო დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

   ტურნირის პირველი, მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელები გახდნენ

   გოგა ღლონტი ოზურგეთი,

   ადგილი გუგა მარგველაშვილი, ქუთაისი

   ადგილი გიგა ხმელიძე, ქუთაისი

   გამარჯვებული მონაწილეები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თასით, მედლებით, სიგელებით, და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ, ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ტურნირის მხარდამჭერმა კომპანია ,,ტორტიკო"-მ და ქუთაისის ჩოგბურთის კლუბმა დააჯილდოვა.

   ჩოგბურთის ჩემპიონატის მიმდინარებს, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვაჟა სტურუა, ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

   დავით ბახტაძე - ,,მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს გავხსენით საჩოგბურთო ღია კორტები ლაშა თევზაძის ქუჩაზე. აღნიშნული სპორტის სახეობა არ იყო დღემდე სამტრედიაში განვითარებული და შესაბამისად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ განაპირობა, რომ ბევრი მოყვარული ჩოგბურთელი აღმოჩნდა დაინტერესებული ამ სპორტით და ზაფხულში ჩატარდა ადგილობრივ მოყვარულთა შორის ტურნირი. დღეს უკვე ხედავთ, რომ მასპინძელი მუნიციპალიტეტი ვართ ღია ჩემპიონატის. ძალიან კარგი პრეცედენტია ის, რომ არა მარტო მერია არის ორგანიზატორი, არამედ ტურნირის მხარდამჭერი კერძო სექტორის წარმომადგენლებიც გახლდათ. მინდა მადლობა გადავუხადო ტორტის სახლ ,,ტორტიკოს", ასევე ქუთაისის ჩოგბურთის კლუბს. ვფიქრობ ეს ძალიან კარგი მაგალითია და სხვა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სპორტის სხვადასხვა სახეობების წახალისების საკითხში. მოგახსენებთ, რომ იგეგმება დახურული ჩოგბურთის კორტის თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით და მიჰყვეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, რისთვისაც ჩვენგან ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება.''

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 90