განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ამ ეტაპზე, სამტრედიაში 15 ლოკაციაზე კაპიტალური გზა იგება
RDRC.GE
ამ ეტაპზე, სამტრედიაში 15 ლოკაციაზე კაპიტალური გზა იგება
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით დაგეგმილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.

   მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამტრედიის სიფლებში 80 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. პრიორიტეტები მოსახლეობამ სპეციალურად მოწყობილ კრებებზე განსაზღვრა.

   დაბა კულაშში,

   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საჭიდაო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინი ფეხბურთის მოედანი ეწყობა. ამჟამად მიმდიანრეობს ბალახის საფარის დაგების პროეცესი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მელაურის თემის სოფელ ხიბლარში, ადგილობრივების თხოვნით, მოსასვენებელი სივრცე ეწყობა.

   განსაკუთრებული პრიორიტეტულია შიდა საუბნო და სასოფლო გზების მოწყობა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრივი გზების მოწყობა მიმდინარეობს 15 ლოკაციაზე. მათ შორის მელაურის თემის სოფელ მიწაბოგირაზე.

   მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მერიის ზედამხევდელობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან ერთად მიმდიანრე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, სამუშაოების შემსრულებლებს და ადგილობრივებს გაესაუბრა.

   როგორც მერმა განმარტა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს, მთავარია ხარისხი და მოქალაქეები დარჩნენ კმაყოფილნი.

   მიმდინარე წელს მუნიციპლაიტეტის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელმაც საგრძნობლად შეცვალა ქალაქის იერსახე, მათ შორის რეაბილიტირებული სამტრედიის ორი შემოსასვლელი კოსტავას და ლაშა თევზაძის ქუჩები. მომდევნო წელს ბევრი სასიამოვნო და მასშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 107