განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ამბავი, რომელიც აგერ უკვე 15 წელია გაუგონარი გმირობის ლეგენდად იქცა
RDRC.GE
ამბავი, რომელიც აგერ უკვე 15 წელია გაუგონარი გმირობის ლეგენდად იქცა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   …ამბავი, რომელიც აგერ უკვე 15 წელია გაუგონარი გმირობის ლეგენდად იქცა, დღითიდღე ძვირფასი ხდება. ძნელია საქართველოს უახლესი ისტორიიდან ისეთი უთანასწორო ბრძოლის მაგალითები გავიხსენოთ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს, შინდისის მიდამოებში დატრიალდა. ეს ის ადგილია, სადაც საქართველოს თავისუფლებისთვის გულანთებული 22 ახალგაზრდა სიცოცხლე უმოწყალოდ ჩააქრეს...

   ერთ–ერთი მათგანი მარლენ ბარამიაა. აფხაზეთის ომგამოვლილი და ჩვენს ქალაქში დავაჟკაცებული გმირი, ქართველთა ოცეულის, შინიდის გმირადქცეული, ჩვენი მარლენი! დღეს მის სახელს სამტრედიის N6 საჯარო სკოლა ღირსეულად ატარებს, უფრთხილდება და ესათუთება. ჩვენს ქალაქში ამ სკოლას მარლენის სახელის გარეშე არავინ მოიხსენიებს, მშობლიური სკოლა ამით ქედს უხრის მის დიდებას.

   შიდა სასკოლო კვირეული, რომელიც მარლენ ბარამას ხსოვნას და თავისუფლების ღაღადს მიეძღვნა, უკვე დასრულდა. როგორც მისი ორგანიზატორი, პედაგოგი ეთერ შენგელია განმარტავს, ღონისძიება ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობებით გამდიდრდება.

   გმირისადმი მიძღვნილი კვირეული წელსაც დატვირთული აღმოჩნდა. ქართული მხატვრული წრის, ,,დიდოსტატების“ მიერ შეიქმნა მინიატურები, წერილები და თხზულებები. მალე ტრადიციულ ხასიათს შეიძენს ესსების კონკური, რომელიც თავისუფლებისადმი მისწრაფებას მიეძღვნება. ჩატარდა ინტელექტუალური და სპორტული თამაშები, მოსწავლეთა ნამუშევრების ღია სივრცეში გამოფენა. კვირეულის ფარგლებში მოეწყო სკოლის ლოგოს პრეზენტაცია, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა, ანიტა შანიძემ შექმნა. უკვე დაანონსდა შინდისის მოვლენებზე დოკუმენტური ფილმის გადაღებაც. დაკვნითი დღე კი სკოლის მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილ საღამოს დაეთმო, რომელიც ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა. ✅ ამ დღეს ფოტოკადრებად გაცოცხლდა შინიდისის ისტორია, ამ დღეს ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ ,,თავისუფლება ლომთა ხვედრია“. განსაკუთრებით ემოციური იყო მარლენ ბარამიას დედის, მედეა გულუას მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზა. მან მადლობა გადაუხადა მშობლიურ სკოლას სამშობლოსთვის გულანთებული ბიჭის სიყვარულისთვის.

   საზოგადოებას მიმართა სკოლის დირექტორმა ლელა თევზაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და მოსწავლეებს ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, ,, ჩვენთვის, ყველასთვის დიდი პატივია ვატაროთ გმირის სახელი. სკოლა მომავალი თაობების სამჭედლოა და ვეცდებით მათი უკეთესი მომავლისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ.“

   კვირეული კედლის გაზეთზე მუშაობით დასრულდა, რომელიც მარლენ ბარამიას და მის ხსოვნას მიეძღვნა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 86