განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » იოანე და თემურ ვაშაკიძეების სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი
RDRC.GE
იოანე და თემურ ვაშაკიძეების სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   იოანე და თემურ ვაშაკიძეების სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი ინტელექტუალურ თამაშებში:

   „რა? სად? როდის?“, „ბრეინ-რინგი“, „ჯეპარდი“ და მუსიკალურ-კინემატოგრაფიული თამაში.

   ჩატარების თარიღი: 23-24 დეკემბერი 2023 წელი, ჩატარების ადგილი: ქ. სამტრედია, გ.გეგეშიძის ქ. დარბაზი „გარიჟრაჟი“.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის და სამტრედიის ინტელექტ-კლუბის ორგანიზებით და კომპანია LC WAIKIKI- ს სპონსორობით, 2023 წლის 23 და 24 დეკემბერს სამტრედიის მუნიაციპალიტეტში გაიმართება ტრადიციული ტურნირი: სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი ინტელექტუალურ თამაშებში: “რა? სად? როდის?, “ბრეინ-რინგი”, “ჯეპარდი”, მუსიკალური ტურნირი, რომელიც ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული ძმების იოანე და თემურ ვაშაკიძეების ხსოვნას.

   ტურნირის პროგრამაშია:

   1. “რა? სად? როდის?” (96 შეკითხვა) I

   დღე - 48 კითხვა - ავტორები: სამტრედიის ინტელექტკლუბი, რედაქტორი გიგა ჩალიგავა.

   II დღე - 48 შეკითხვა - ავტორ-რედაქტორები: ბექა ხოჯავა, პანტე სოხაძე.

   2. “ბრეინ-რინგი”, კითხვების ავტორი: სამტრედიის ინტელექტკლუბი, ტოპ-რედაქტორი: გიგა ჩალიგავა.

   3. “ჯეპარდი”: შეკითხვების ავტორ- რედაქტორი: არჩილ კობახიძე.

   4. მუსიკალურ-კინემატოგრაფიული თამაში – ავტორი გიორგი გვეტაძე.

   ტურნირის ყველა თამაშში მონაწილეობა უფასოა. გამარჯვებული გუნდები გამოვლინდება "სლემის" პრინციპით, რომელშიც შედის: რსრ - I დღის, რსრ - II დღის და “ბრეინ-რინგის” შედეგები. მემორიალზე გამარჯვებული გუნდებისათვის დაწესებულია ფულადი პრიზები და სხვადასხვა სახის საჩუქრები.

   ტურნირის საპრიზო ფონდი:

   სლემის ტურნირი

   ★ I ადგილი - 2000 ლარი.

   ★ II ადგილი - 1200 ლარი.

   ★ III ადგილი - 1000 ლარი.

   ★ IV ადგილი - 500 ლარი

   ★ V ადგილი - 300 ლარი

   ჯეპარდი

   ★ I ადგილი - 500 ლარი

   ★ II ადგილი - 400 ლარი

   ★ III ადგილი - 300 ლარი

   ★ IV ადგილი - 200 ლარი

   ბრეინ-რინგი

   ★ I ადგილი - 400 ლარი

   ★ II ადგილი - 300 ლარი

   ★ II ადგილი - 200 ლარი

   ★ IV ადგილი - 100 ლარი

   კონტაქტი: ლაშა ლორია 595 27 57 37, გიორგი ჩაჩუა 593 14 19 45,

სასტუმროში განთავსება - ლევან ცირეკიძე 577 57 39 77.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 84