განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება გრიბოედოვის ქუჩაზე
RDRC.GE
საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება გრიბოედოვის ქუჩაზე
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც 1800 გრძივი მეტრი ორფენიანი, ასფალტირებული მონაკვეთი ქალაქის მოსახლეობას ე.წ. ბაძგნარის დასახლებასთან, ხორავას ქუჩასთან, ეწერის, იანეთისა და დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებთან უმოკლეს დროში დააკავშირებს.

   გარდა ამისა გრიბოედოვის ქუჩის მოწესრიგება ხელს შეუწყობს 80–იანი წლებიდან სამტრედიაში ამ ტერიტორიაზე არსებული სამრეწველო ზონის აღდგენა განახლებას, რაც ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის ბიზნესს და კერძო ინვესტიციების მოზიდვას. პროექტის პირველი ეტაპი აღნიშნული მონაკვეთის ხე–მცენარეებისგან და მყარი ნარჩენებისგან გათავისუფლებას დაეთმო. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება.

   მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან, თენგო ცაგურიასთან ერთად აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

   დავით ბახტაძე- ,,ხელისუფლებისთვის მთავარი საზრუნავი კმაყოფილი მოსახლეობაა. ჩვენ ვცდილობთ ყველა დაგეგმილი პროექტი მოქალაქეების საჭიროებებს მოვარგოთ და ამით მათი საყოფაცხოვრებო პირობები მაქსიმალურად გავაუმჯობესოდ. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა, ასევე პრიორიტეტია მუნიციპალიტეტში საინვესტიციო ზონების მოსაწესრიგებელი პროექტები, რომელიც დიანტერესებას გამოიწვევს და ხელსაყრელი იქნება ინვესტორებისათვის. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკვანძო მდებარეობამ განაპირობა, რომ 80–იან წლებში მრავლად იყო წარმოდგენილი სხვადასხვა დანიშნულების საწარმო, მათ შორის ბაძგნარის დასახლებაში, გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. ვფიქრობთ, აქ გზის რეაბილიტაცია განაპირობებს რომ ყოფილ სამრეწველო ზონაში მიტოვებულ ადგილს,რეაბილიტაციის შემდეგ, ინვესტორები კიდევ მეტად დაინტერესდებიან და მუნიციპალიტეტის სამრეწველო პოტენციალი გაუმჯობესდება დასაქმების მხრივ".

   ავთანდილ კობეშავიძე- ,,2013 წლიდან ვმუშაობ „სამტრედია 2’’ ის ქვესადგურში, რომელიც ამ ადგილზე მდებარეობს. ბედნიერი ვარ, რომ გზა კეთდება. 13 წელი ამ გზაზე დავდიოდი და ძალიან მიჭირდა გადაადგილება. მადლობა მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს და ხელისუფლებას ასეთი ხარისხიანი და მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი პროექტისთვის".

   პროექტების მიმდინარეობას, მერთან ერთად პერმანენტულად აკვირდება ზედამხედველობის სამსახური, რომლის ხელმძღვანელი ამირან თევდორაძე აცხადებს, რომ პროექტების შესრულება გეგმის მიხედვით ხორციელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 114