განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საინფორმაციო შეხვედრა
RDRC.GE
საინფორმაციო შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის წარმომადგენლობის და სამტრედიის მუნიციაპლიტეტის მერიასთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

   შეხვედრას საჯარო მოხელეები, ააიპების და სამსახურების წარმომადგენელები ესწრებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

   მოწვეულმა სპიკერმა ეკა ქარდავამ საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა და იმ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დაახლოების ეტაპზე განხორციელდა. ყურადღება გამახვილდა კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე და აქცენტი გაკეთდა კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცედურებზე. ხაზი გაესვა 9 რეკომენდაციის მნიშვნელობას და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილს .

   პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

   შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 97