განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » შშმ პირთა საერთაშორისო დღე
RDRC.GE
შშმ პირთა საერთაშორისო დღე
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შშმ ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლამპარს" ესტუმრა.

   დღეს აქაური ბენეფიციარები ტკბილეულითა და საჩუქრებით გაახარეს. მათთვის საყვარელმა ანიმატორებმა კი მხიარული და სასიამოვნო გარემო შექმნეს.

   დავით ბახტაძე- ,,აქ სტუმრობით ყოველთვის დადებითი ემოციებით ვივსებით. მუნიციპალიტეტის ჩართულობით დღის ცენტრს უფინანსდება კომუნალური და სატრანსპორტო ხარჯები. ძალიან სასიამოვნოა, როცა ვხედავთ აღმზრდელ-პედაგოგთა მაქსიმალურ ჩართულობას ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. რა თქმა უნდა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მსგავსი ღონისიებები,"

   ,,მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს ჩვენი ბავშვების გახარებისთვის, თანადგომისთვის. ჩვენთვის მსგავსი ღონისძიებები დიდი სტიმულია," განაცხადა დღის ცენტრის პედაგოგმა, შუქია თვალაბეიშვილმა.

   შშმ პირდა დღე 3 დეკემბერი 1992 წლიდან აღინიშნება და იგი გაეროს ინიციატივით დაარსდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 93