განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გიორგი მეშველიანის პირველი პერსონალური გამოფენა
RDRC.GE
გიორგი მეშველიანის პირველი პერსონალური გამოფენა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის სამხატვრო სკოლამ 28 წლის გიორგი მეშველიანის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.

   ახალგაზრდამ, რომელიც სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა ჟანრში მუშაობს, დღეს დიდი ხნის ოცნება აისრულა.

   მუნიციპალიტეტის მერიის და მერის, დავით ბახტაძის უშუალო მხარდაჭერით ახალგაზრდა ხელოვანი ფართო აუდიტორიამ ახლოს გაიცნო.

   გიორგის მიერ შექმნილმა ფერწერულმა პეიზაჟებმა და პორტრეტებმა, არაჩვეულებრივმა მინიატურულმა მაკეტებმა, ფოლკლორის თემატიკაზე შესრულებულმა ნამუშევრებმა და ქანდაკებებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

   სტუმრებს მეგზურობა მასთან ერთად გაუწიეს სკოლა-გალერეის ხელმძღვანელმა ნინო ნინუამ და მისმა პირველმა პედაგოგმა იაგო ჩხიკვაძემ.

   ,, მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას იმისთვის, რომ გიორგის ნიჭი სამზეოზე გამოიტანა. იმედი მაქვს მის ნამუშევრწბს უფრო დიდ დარბაზებში ვიხილავთ," განაცხადა ნინო ნინუამ.

   ,,გიორგის ოცნება იყო გამოგენის მოწყობა და ჩვენ ამაში დავეხმარეთ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. საზოგადოების და სახელმწიფო სტრუქტურები მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შშმ პირთა სპეციფიკურ საჭიროებებს მოვერგოთ და ამისთვის მუნიციპალიტეტის მერია მრავალ პროგრამას ახორციელებს. წარმატებას ვუსურვებ გიორგის და ყველა შშმ პირს. მიხარია, რომ იგი ახლადაექმნილი ახალგაზრდული საბჭოს წევრია, " აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმ დავით ბახტაძემ.

   ,,ჩემთვის უბედნიერესი დღეა. ბავშვიბიდან ვხატავ და უკვე 50-მდე ნამუშევარი შევქმენი. ყველაზე მეტად კი ჩემი ნამუშევრებიდან ოდა სახლი მიყვარს. ჩემს ძველ, ქართულ სახლს მაგონებს, რომელიც ახლა დანგრეულია," გვიყვება გიორგი მეშველიანი.

   ახალგაზრდა შემოქმედს დღეს მერმა სიმბოლურად ფულადი საჩუქარიც გადასცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 102