განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მკითხველთა კონფერენცია საჯარო ლექციის ფორმატით წარიმართა
RDRC.GE
მკითხველთა კონფერენცია საჯარო ლექციის ფორმატით წარიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ქართულთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას მიეძღვნა დღევანდელი მკითხველთა კონფერენცია, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციის ფორმატით წარიმართა.

   შეხვედრის ორგანიზატორი იყო გაზეთ ,,სამტრედიის მაცნეს" პასუხისმგებელი მდივანი ლევან გაბეჩავა, რომელმაც კულაშში მცხოვრებ ქართველ ებრაელებთან ურთიერობა მრავალფეროვან ასპექტში განიხილა.

   განათლება, კულტურა, ხელისუფლება, ეკონომიკა, ჯანდაცვა, რელიგია, მოქალაქეობრივი კულტურა და ურთიერთპატივისცემა-სწორედ ამ ჭრილში, დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ებრაელ ხალხთან ურთიერთობის წლები.

   მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადამიანები, რომელთაც პირადი ურთიერთობები ჰქონდათ ცნობილ კულაშელ ებრაელებთან. მათ დღეს კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით გაიხსენეს ისინი.

   ,,ჩვენი საღამო ებრაელთა და ქართველთა სანიმუშო და კეთილი ურთიერთობების დამამტკიცებელია. ამით კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას ებრაელ ხალხს," აღნიშნა ლევან გაბეჩავამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 129