განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი ინტელექტუალურ თამაშებში
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი ინტელექტუალურ თამაშებში
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის მხარდამჭერით, სამტრედიის ინტელექტ-კლუბის ორგანიზებით და კომპანია LC WAIKIKI- ს სპონსორობით, 23 და 24 დეკემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტში იმართება ტრადიციული ტურნირი: სამტრედიის მუნიციპალური მემორიალი ინტელექტუალურ თამაშებში: “რა? სად? როდის?, “ბრეინ-რინგი”, “ჯეპარდი”, მუსიკალური ტურნირი, რომელიც ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული ძმების იოანე და თემურ ვაშაკიძეების ხსოვნას. ტურნირში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 30 გუნდი იღებს მონაწილეობას. ტურნირის პროგრამაშია:

   1. “რა? სად? როდის?” (96 შეკითხვა)

I დღე - 48 კითხვა - ავტორები: სამტრედიის ინტელექტკლუბი, რედაქტორი გიგა ჩალიგავა.

II დღე - 48 შეკითხვა - ავტორ-რედაქტორები: ბექა ხოჯავა, პანტე სოხაძე.

   2. “ბრეინ-რინგი”, კითხვების ავტორი: სამტრედიის ინტელექტკლუბი, ტოპ-რედაქტორი: გიგა ჩალიგავა.

   3. “ჯეპარდი”: შეკითხვების ავტორ- რედაქტორი: არჩილ კობახიძე.

   4. მუსიკალურ-კინემატოგრაფიული თამაში – ავტორი გიორგი გვეტაძე. გამარჯვებული გუნდები გამოვლინდება "სლემის" პრინციპით, რომელშიც შედის: რსრ - I დღის, რსრ - II დღის და “ბრეინ-რინგის” შედეგები. მემორიალზე გამარჯვებული გუნდებისათვის დაწესებულია ფულადი პრიზები და სხვადასხვა სახის საჩუქრები.

   ტურნირის საპრიზო ფონდი:

სლემის ტურნირი

   I ადგილი - 2000 ლარი.

   II ადგილი - 1200 ლარი.

   III ადგილი - 1000 ლარი.

   IV ადგილი - 500 ლარი

   V ადგილი - 300 ლარი

ჯეპარდი

   I ადგილი - 500 ლარი

   II ადგილი - 400 ლარი

   III ადგილი - 300 ლარი

   IV ადგილი - 200 ლარი

ბრეინ-რინგი

   I ადგილი - 400 ლარი

   II ადგილი - 300 ლარი

   II ადგილი - 200 ლარი

   IV ადგილი - 100 ლარი

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 89