განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ფინანსური დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 25 მლნ. 887 ათასი ლარი მომდევნო წლისთვის გათვალისწინებული საწყისი თანხაა, რომლითაც სხვადასხვა პროექტის განხირციელებაა დაგეგმილი

   სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა. ბიუჯეტის განხილვის პროცესს თვალს ადევნებდა მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, რომელმაც ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.

   განსაკუთრებული სიახლეებია სოციალური მიმართულებით.

   საბოლოო ჯამში სოციალური პროგრამები 496 ათასი ლარით გაიზარდა და სულ ბიუჯეტი 2 მილიონ 113 ათასი ლარით განისაზღვრა.

   მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ბიუჯეტით გათვალისწინებულ პარამეტრებზე ამომწურავად ისაუბრა-,,მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები. დაფინანსება იზრდება და სხვადასხვა პროგრამები ემატება სოციალურ სამსახურს. ეს ყველაფერი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა მიმართული.”

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთლიანი შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 25,887.4 ათასი ლარის ოდენობით, რაც წინა წლის დამტკიცებული მთლიანი შემოსულობების ოდენობაზე 2,996.9 ათასი ლარით მეტია. 2024 წლის პროგნოზით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 22,037.1 ათას ლარს შეადგენს. 2023 წლის დამტკიცებულ გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით 2024 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 1,732.3 ათასი ლარით (8.5%-ით).

   სხდომის დასასრულს საკრებულოს წევრებმა მერს მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტში 2023 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 78