განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ნიკო ნიკოლაძე-ქართველი მოღვაწე ევროპული აქცენტებით
RDRC.GE
ნიკო ნიკოლაძე-ქართველი მოღვაწე ევროპული აქცენტებით
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   2023 წლის მიწურულს, საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან მოვლენას, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გამართული პროექით ,, ნიკო ნიკოლაძე-ქართველი მოღვაწე ევროპული აქცენტებით” სსიპ ქალაქ სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მე—9 გ კლასის მოსწვლეები გამოეხმაურნენ.

   მოსწავლეებმა პედაგოგ მაია სახვაძის ხელმძღვანელობით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩვენი საამაყო ქართველი, ნიკო ნიკოლაძე და მისი ოჯახი კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს მთელი თავისი უნიკალურობით.

   პროექტის მთავარ მიზანზე საუბრისას, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორმა გიორგი ფანცულაიამ ყურადღება გაამახვილა იმ სტრატეგიებზე, რომელიც საუკუნის წინ ნიკოლაძის მიერ იყო აღიარებული, ,, ჩვენი და ჩვენი მოსწავლეების გზავნილი იყო სამტრედიიდან მიგვეწვდინა ხმა დანარჩენი საქართველოსთვის, რომ ეს არის გზა შინისაკენ, გზა ევროპისაკენ, გზა ნიკო ნიკოლაძისაკენ. ვის თუ არა ნიკო ნიკოლაძეს უნდა მოვუსმინოთ, ის ხომ პირველი ქართველი იყო, რომელმაც პირველი ევროპული განათლება მიიღო,” განაცხადა გიორგი ფანცულაიამ ჩვენთან საუბრისას.

   ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე. ,,საქართველომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა განვითარებისაკენ, უსაფრთხოებისაკენ. ეს ნიშნავს, რომ იდეებს, რომელიც ერთი ასეული წლის წინ ჰქონდა ულმობელი საქმის კაცს-ნიკო ნიკოლაძეს, ასპარეზი გაეხსნა. ყურადღებით ვუსმენ ახალგაზრდებს და ვრწმუნდები, რომ ჩვენი ქვეყანა საიმედო ხელშია. მადლობა მათ პედაგოგება და მერიის კულტურის სამსახურს ამ შესანიშნავი პროექტისათვის.”

   დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლებმა ვრცლად ისაუბრეს ნიკოლაძის ცხოვრებაზე, მის შთამომავალთა მოღვაწეობაზე. იმ საქმეებზე, რომლებმაც გარდამტეხი ცვლილება შეიტანეს საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში.

   ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა N 11 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მანჯგალაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწვლეებს და პედაგოგებს.

   პროექტის ფინალურ ნაწილში მუნიციპალიტეგის მერმა თითოეულ მონაწილეს მადლიერების ნიშნად სიგელები გადასცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 100