განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » აქცია-კამპანია, ,,ჩემი, შენი, ჩვენი საქართველო”
RDRC.GE
აქცია-კამპანია, ,,ჩემი, შენი, ჩვენი საქართველო”
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს იანეთის მესხთა დასახლებაში სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის ინტეგრაციის კლუბმა ნამდვილი ზეიმი მოაწყო.

   აქცია-კამპანია, ,,ჩემი, შენი, ჩვენი საქართველო” კურატორი მასწავლებლის, ლამზირა თევზაძის ინიციატივით უკვე გასცდა სკოლის ფარგლებს. საზოგადოების მხარდაჭერითა და შემოწირულობით, მესხთა დასახლებას დღეს საჩუქრად გადასცეს ნაძვის ხე, რომელიც საზეიმოდ აინთო.

   ,,პროექტის მიზანია ყველა სოფელში სუფევდეს სიხარული და კეთილდღეობა. სტარტი ჩვენი მესხი მეგობრების დასახლებიდან ავიღეთ. ინტეგრაციის კლუბი კვლავაც გააგრძელებს მუშაობას, რათა ყოველწლიურად მეტი ადამიანი გავახაროთ” აღნიშნა ლამზირა თევზაძემ.

   ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას და მოსწავლეთა ჩართულობით წარმოდგენილ ღონისძიებას პედაგოგებთან ერთად ესწრებოდა მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი, ვენერა ოდილავაძე. ,,მიხარია, რომ ჩვენი სკოლის პროექტით პირველი გასვლითი აქტივობა სწორედ მესხთა დასახლებაში დაიგეგმა. ჩვენს სკოლაში უკვე 25 მესხი მოსწავლე ეუფლება ქართულად სწავლებას. გვახარებს მათი ენთუზიაზმი და მონდომება. ისინი გაერთიანებულნი არიან ინტეგრაციის კლუბშიც და მათი მოტივაცია მაღალია. ჩვენ სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი კლუბის მუშაობას. მინდა, რომ ასეთი აქტივობებით მთიანი სოფლებიც მოვიცვათ. ყველას ვულოცავ დამდეგ 2024 წელს და მშვიდობიან მომავალს ვუსურვებ,” აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ვენერა ოდილავაძემ.

   ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია პაპავა, რომელმაც საკრებულოს სახელით დამდეგი ახალი წელი მოულოცა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას.

   მადლიერების გრძნობას ვერ ფარავდა მერის წარმომადგენელი მესხთა თემიდან, მაჰმუდ ბაგბანოვი. ,, დიდი მადლობა მე-3 საჯარო სკოლას, მის დირექტორს, ქალბატონ ვენერას და ლამზირა თევზაძეს ჩვენი პატარების გახარებისთვის. მადლობა ადგილობრივ ხელოსუფლებას და პირადად ბატონ დავით ბახტაძეს ყურადღებისთვის, სიახლეებისთვის, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი უბნისთვის.”

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 80