განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » შობა–ახალი წელი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებში მომუშავე პერსონალს მიულოცეს
RDRC.GE
შობა–ახალი წელი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებში მომუშავე პერსონალს მიულოცეს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მოადგილესთან, გიორგი მეიშვილთან ერთად შობა–ახალი წელი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებში, 24 საათიან რეჟიმში მომუშავე პერსონალს მიულოცა.

   სახანძრო–სამაშველო სამსახური, სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სამტრედიის პოლიცია, საქართველოს რკინიგზა, ენერგო–პრო ჯორჯია, კომუნალური და კეთილმოწყობის სამსახურები, სასწრაფო–სამედიცინო დახმარება და ბავშვთა საავადმყოფო–ეს ის ობიექტებია, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა დღეს საჩუქრები მიიტანა.

   განსაკუთრებული სიახლით იწყებს 2024 წელს ჯეოჰოსპიტალსის სამტრედიის სამედიცინო ცენტრი. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირებას იწყებს სამეანო–გინეკოლოგიური განყოფილება.

   ,,ეს იქნება წლის მთავარი სიახლე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, დიდი ხანია ელის ჩვენი მომხმარებელი. სამეანო–გინეკოლოგიური განყოფილების გახსნა არა მარტო სამტრედიისთვის, არამედ მიმდებარე მუნიციპალიტეტებისთვისაც ხელსაყრელია. ახალი სიცოცხლის დაბადებას ყველა მოუთმენლად ველით. მიხარია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია და პირადად მერი, დავით ბახტაძე ჩვენთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მათი მხარდაჭერით და მყისიერი რეაგირებით ბევრ საკითხს დადებითად ვწყვეტთ,’’ აღნიშნა ჯეოჰოსპიტალსის სამტრედიის სამედიცინო ცნტრის ხელმძღვანელმა, გიორგი კუხიანიძემ.

   განყოფილება სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და განახლებული მედპერსონალით. ✅ დღესვე დავით ბახტაძემ დააანონსა, რომ სამტრედიაში დაბადებული პირველი ახალშობილი, მუნიციპალიტეტის მერიისგან, სიმბოლურ საჩუქარს მიიღებს.

   დავით ბახტაძე-,,ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდმივად ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგანან და ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. მადლობა თითოეულ მათგანს. ბედნიერი, წარმატებული და მშვიდობიანი 2024 წელი".

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 95