განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2024“ იწყება!
RDRC.GE
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2024“ იწყება!
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია (იხ. საპროექტო წინადადების ფორმა საპროქტო წინადადების ფორმა ) და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით წინადადებების მიღება ხდება, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით. სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 05 თებერვალი - 27 თებერვლის პერიოდში ჩატარდება (იხ. მერის ბრძანება - დასახლებების საერთო კრებების გრაფიკი მერის ბრძანება ). წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტი სოფლების მცირე პროექტების დასაფინანსებლად 660 000 ლარს მიიღებს. დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია:

   ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);

   ბ) სარწყავი სისტემები;

   გ) სანიაღვრე არხები;

   დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

   ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;

   ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

   ზ) გარე განათება; თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

   ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

   კ) ამბულატორიის შენობები;

   ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;

   მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

   ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

   ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

   პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;

   ჟ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 83