განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკრებულოში 2024 წლის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა
RDRC.GE
საკრებულოში 2024 წლის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2024 წლის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   სხდომაზე საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეებმა 2024 წლის სამოქმედო გეგმის იმ მთავარ მიმართულებებზე ისაუბრეს, რომლის დამტკიცება საკრებულოს წევრთა უმრავლესობის თანხმობოს შემთხვევაშია შესაძლებელი.

   საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მერაბ უღრელიძემ, სოფლის მხარდამჭერ პროგრამებზე, ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და შესრულების ანგარიშებზე გაამახვილა ყურადღება.

   საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ცომაიამ წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტებიდან განსაკუთრებით გამოყო სამტრედიაში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მოერ განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მისი მოსახლეობისთვის სარგებლიანობა და მონიტორინგი. როგორც ირკვევა, 2024 წელი ინფრასტრუქტურული პროექტებით დახუნძლული იქნება.

   მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ლეჟავამ და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი მელაშვილმა.

   2024 წლის სამოქმედო გეგმა ბიუროზე წარადგინა იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომოსიის თავმჯდომარემ მანანა სირბილაძემ..

   ბიუროს სხდომაზე დღეს წარდგენილ საკითხებს საკრებულოს წევრები უახლოეს დღეებში დასამტკიცებლად განიხილავენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 77