განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამშენებლო კომპანიების და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრა
RDRC.GE
სამშენებლო კომპანიების და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალოტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან ერთად სამშენებლო კომპანიების და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

   შეხვედრაზე დეტალურად იქნა განიხილული ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნდა განხორციელდეს.

   მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში, პირველ ადგილს კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს.

   2024 წელს სრულად განახლდება ,,მომავლოს პარკი”, განთავსდება ახალი ატრაქციები და მოეწყობა ინფრასტრუქტურა.

   დაგეგმილია მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების მოწესრიგება, ქალაქის ცენტრალური და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.

   წელსვე დაგეგმილია ერთ-ერთი მაღალმთიანი ზონის, ოფეთის ადმინისტრაციული ერთეულისკენ მიმავალი გზის ბეტონის საფარით მოწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება გაღმა ზონის არაერთ მიმართულებაზე.

   ,,მსგავსი შეხვედრებით ჩვენ ვადასტურებთ სამშენებლო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამოკიდებულებას. თქვენ ხართ ის რგოლი, რომელთა ხარისხიანი და დროულად შესრულებული სამუშაო პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ინტერესების დაცვასთან. ჩვენი სურვილია 2024 წელი ისევე დატვირთული იყოს შესრულებული პროექტებით, როგორც 2023 იყო,” აღნიშნა დავით ბახტაძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 76