განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა
RDRC.GE
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვაჟა სტურუა უძღვებოდა.

   დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები ბიუროს წევრებს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ტარიელ ცომაიამ და იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მანანა სირბილაძემ გააცნეს.

   უახლოეს საკრებულოს სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, საშუალება მიეცემათ სოფელ ეწერში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულებაში მოიჯარის ჩანაცვლებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიას თანხმობა განუცხადონ.

   საკრებულოს წევრების მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება, მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანა.

   ბიუროს წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 67