განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან მორიგი შეხვედრა
RDRC.GE
ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან მორიგი შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

   მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე შეკრებილ ახალგაზრდებს იმ მთავარ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელიც ახალგაზრდულ ინიციატივებს უკავშირდება, ასევე წარმოადგინა პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის შესახებ, შესრულებული სამუშაოების, ჩატარებული კულტურული ღონისძიებების და მუნიციპალიტეტის განვითარების პირობების შექმნის საკითხებზე .

   დავით ბახტაძე -,,ჩვენთვის პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩართვა მუნიციპალიტეტის განვითარებაში, მათი ინიციატივების გაზიარება და მხარდაჭერა.''

   დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე გიორგი მეიშვილი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია მანჯგალაძე ესწრებოდა, მოხდა ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარის არჩევა, არჩეული თავმჯდომარის მიერ კი მოადგილის და მდივნის წარდგენა. ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარედ ტრისტან ერაძე აირჩიეს,. თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მელქაძე გახდა, ხოლო მდივანი ნინო ქავზინაძე იქნება.

   ახალგაზრდული საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები არიან.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 75