განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
RDRC.GE
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების კენჭისყრის შემდეგ მათი განხილვა მოხდა.

   საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ცომაიამ, წარმოდგენილი საკითხით, სოფელ ეწერში მდებარე 69342,00 კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულებაში, მოიჯარის ჩანაცვლებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიას თანხმობა წევრთა ხმების უმრავლესობით მისცა.

   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ნაწილში, წელს არანაირი თანხობრივი ცვლილება არ განხორციელდა. საკითხი საკრებულოს წევრებს დასამტკიცებლად იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მანანა სირბილაძემ გააცნო.

   დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში ცვლილებასაც დაუჭირეს მხარი. ოთხი სახელშეკრულებო შტატი, მუნიციპალიტეტის მერიაში, რამდენიმე სამსახურს საჭიროებისამებრ დაემატება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 65