განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დღეს საკრებულოს წევრებს, თავმჯდომარემ ნუგზარ ჯამბურიამ გააცნო.

   წარმოდგენილი საკითხები სხდომის წევრებს საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ შესთავაზა განსახილველად. მან ა(ა)იპ–ების განკარგულებებში შეტანილი შიდა მუხლობრივი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა. დეტალურად დააზუსტა პროექტების რა ნაწილში მოხდა დაფინანსების ზრდა და პირიქით, შემცირება.

   გაიზარდა და მოწესრიგდა სოფლის მხარდაჭერის და ზოგადი განათლების ხელშემწყობი პროგრამების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, წყლის სისტემის რეაბილიტაციის, გზების, ხიდებისა და ბოგირების მოწყობის, ბინათმშენებლობის პროექტებთან დაკავშირებული ფინანსური სეგმენტი. ➡დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გასულ კვირას სტიქიური უბედურების გამო დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამტრედიის სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა ჩართულობა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 66