განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები
RDRC.GE
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს.

   საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, აღნიშნული სამუშაოებისთვის 6 708 000 ლარი გამოეყო, რომლითაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა დასახლებებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწესრიგება ხორციელდება.

   ამ ეტაპზე, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ხუნჯულაურში, სადაც მე-6, მე-7 და მე-8 ჩიხები იგება.

   აღნიშნულ პერიმეტრებზე გზების მოწესრიგება ხელს უწყობს, როგორც ამ ჩიხებში მცხოვრები მოსახლეობის კომფორტული გადაადგილების პირობების შექმნას, ამასთანავე აღნიშნული ჩიხები ადგილობრივებისთვის არის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზები.

   მუნიციპალიტეტიის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.

   ,,თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახელობის საჭიროებებზე და მათ ინტერესებზეა მორგებული. ვფიქრობ, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ადგილობრივებისთვის და კომფორტულ გადაადგილებასთან ერთად მათი საყოფაცხოვრებო პირობებიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.'' - აღნიშნა დავით ბახტაძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 64