განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტულ სახეობებში რეგიონალური ჩემპიონატები
RDRC.GE
მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტულ სახეობებში რეგიონალური ჩემპიონატები
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტულ სახეობებში რეგიონალური ჩემპიონატები.

   ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტ კომპლექსში არსებულ, ახლადრეაბილიტირებულ სპორტდარბაზში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი კალათბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის რეგიონალურ ტურს უმასპინძლა. ტურნირში იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის გუნდი მონაწიელობდა.

   პირველობა ვაჟებმა არ დათმეს– პირველი ადგილი წყალტუბომ აიღო, მე-2 ხარაგაულის გუნდმა, ხოლო მე-3 ადგილზე საჩხერე გავიდა. რაც შეეხება გოგოებს: პირცელი ადგილი ქუთაისს ერგო, მე-2–ზე ხონი გავიდა, ხოლო ჭიათურა მე-3 ადგილს დასჯერდა.

   გამარჯვებული გუნდები, თასებით, მედლებითა და დიპლომებით, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარესთან, რევაზ რობაქიძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის უფროსთან, დავით გორდელაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.

   დავით ბახტაძე- ,,რეგიონალური ტურნირების დევიზია –საქართველო ნარკოტიკების გარეშე და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერვაა ახალგაზრდებში. ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების სპორტით დაკავება და საამისოდ მაქსიმუმს გავაკეთებთ. მადლობა თითოელ მონაწილეს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორებს და ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო შეჯიბრებში.''

   ცნობისთვის, სამტრედიას რეგიონში საუკეთესო სპორტული ინფრასტრუქტურით გამორჩეულობისთვის საპატიო სიგელი გადაეცა. სწორედ სამტრედია დასახელდა 2023 წლის იმერეთის რეგიონის საუკეთესო მუნიციპალიტეტად- ოლიმპიური სპორტის სახეობების განვითარების, სპორტული ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და აღდგენის საქმეში.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 69