განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საჯარო სკოლებს შორის მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს
RDRC.GE
საჯარო სკოლებს შორის მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, საჯარო სკოლებს შორის, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს. დღევანდელი შეჯიბრი ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ახლადრეაბილიტირებულ, დახურულ დარბაზში, ხელბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა. ერთღიან ასპარეზობაში 14 გუნდი იღებდა მონაწილეობას, ტურნირს მსაჯობას ხელბურთის კლუბ ,, სამტრედია" - ს წარმომდგენლებით დაკომპლექტებული მსაჯთა კოლეგია უწევდა- მთავარი მსაჯი გოგი ხელისუფალი.

   გოგონებში პირველი ადგილი მეათე საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა,

   მეორე ადგილზე პირველი საჯარო სკოლის გოგონები გავიდნენ ,

   ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე მეორე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.

   რაც შეეხებათ ვაჟებს,მესამე ადგლზე მეორე სკოლის გუნდი გავიდა მეორეზე სოფელ ეწერის გუნდი ხოლო პირველი ადგილი და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული მე-11 საჯარო სკოლამ მოიპოვა.

   გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირადად დააჯილდოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა. დავით ბახტაძემ მოსწავლეებს სთხოვა რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩაერთონ სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ და წარმატებებს მიაღწიონ, რათა ასახელონ საკუთარი ოჯახები, სამტრედია და სამშობლო. ,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის კი ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება''.- განაცხადა სამტრედიის მერმა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 63