განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები ბრძანება / განკარგულება

ვაქცინა გვიცავს!

,სურათი,
booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ვალერი ფოცხვერიამ ბაგა–ბაღებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
RDRC.GE
ვალერი ფოცხვერიამ ბაგა–ბაღებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
კატეგორია:  სიახლე

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ , ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა გოგიასთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ ხათუნა გაგუასთან ერთად ბაღებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. მე–11 , მე–9, მე–4 და მე–5 ბაღა–ბაღებში ახალი გამწოვები დამონტაჟდა. ჩაისვა კარ–ფანჯრები და ბადეები , მოწესრიგდა სველი წერტილები და მოიხსნა ცხელი წყლის პრობლემა . გამწოვები დამონტაჟდა და ზემოთ აღნიშნული ყველა სამუშაო ჩატარდა , ასევე მუნიციპალიტეტის 21 ბაღში. შესრულებული სამუშაოების ხარისხს გამგებელმა ადგილზე გაეცნო. გარკვეული შენიშვნები ზოგ ადგილას გამწოვების მონტაჟს ახლდა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა ,, ამ ეტაპზე შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი კეთდება . მთლიანად ბაღების რეაბილიტაციას მილიონ ნახევარი ლარი დაჭირდება. ბაღების რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტია და გარკვეული თანხები სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება და ეტაპობრივად ყველა ბაღი მოწესრიგდება.’’ სამუშაო დღის გრაფიკი ღანირის თემში ახალი ბაგა–ბაღის სარემონტო სამუშაოების დათვლაიერებით დასრულდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1152
კომენტარის დამატება
Полужирный Наклонный текст Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | Выравнивание по левому краю По центру Выравнивание по правому краю | Вставка смайликов Вставка ссылкиВставка защищенной ссылки Выбор цвета | Скрытый текст Вставка цитаты Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера