განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ჩატარდა ბლიც ტურნირი ჭადრაკში
RDRC.GE
ჩატარდა ბლიც ტურნირი ჭადრაკში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   28 მარტს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის და სამტრედიის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და მხარდაჭერით ჩატარდა მოჭადრაკის და პედაგოგის რეზო შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბლიც ტურნირი ჭადრაკში.

   შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მოჭადრაკეები.

   ტურნირს ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია მეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის დირექტორი ივანე კილტავა.

   ტურნირზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა კომპლექსური სპორტული სკოლის 10 წლის მოჭადრაკე ანა ბელთაძე,მწვრთნელი ნინო ჯვარშეიშვილი, მეორე ადგილზე გავიდა 14 წლის ლუკა ცხვარაძე, მწვრთნელი ბესარიონ ლეჟავა. მესამე ადგილი კი რეზო შანიძის შვილმა, თამაზი შანიძემ დაიკავა.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა გამარჯვებულები თასით (პირველი ადგილი), მედლებით, სიგელებით და ფულადი პრიზით.

   რეზო შანიძის ოჯახმა მეორე და მესამე ადგილოსნები დააჯილდოვა თასებით და ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეს ჭადრაკი გადასცა საჩუქრად

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 60