განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მონიტორინგის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება
RDRC.GE
მონიტორინგის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიაში, ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან თენგო ცაგურიასთან, მოადგილესთან გია მეიშვილთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

   კლდიაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობის

   სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, სამუშაოები დაიწყება თამარ მეფისა და რუსთაველის ქუჩებს შორის შემაერთებელ-შემკრებ არხზე. სამუშაობი მიმდინარეობს ძველი სამტრედიის ქუჩაზე.

   დავით ბახტაძე- ,,მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. მოგეხსენებათ დაბალი ჰიფსომეტრიული ნიშნულით გამოვირჩევით და ინტენსიური წვიმების დროს სამწუხაროდ, ხშირად რთულდება წყლის გამტარიანობა. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რაც შეიძლება მეტი არხის რეაბილიტაცია მოხდეს. ვაკეთებთ ახალ არხს კლდიაშვილის ქუჩაზე, რომელსაც ყაზბეგის ქუჩიდან შეუერთდება დამატებითი არხი, რაც განტვირთავს ქალაქის ცენტრიდან აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას. ეს იქნება დატბორვის საწინააღმდეგო პრევენცია.”

   რაც შეეხება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, გეგეშიძის ქუჩაზე მოეწყო მოსასვენებელი სივრცე.

   ადგილობრივების მოთხოვნით მოსასვენებელი სივრცე, სკვერი, ფანჩატური, ბილიკები და გამწვანების ზოლები გაკეთდა ჭავჭავაძის N4 ბინის მიმდებარედ, ასევე სამუშაოების დასრულდა მუნიპალიტეტის საკრებულოს წინ მდებარე მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია. ფუნდამენტურად იცვლება ,,მომავლის პარკის” ინფრასტრუქტურა. აქ სამუშაოები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები კი უშუალოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

   სრული რეაბილიტაცია უტარდება ,,მომავლის პარკს”. განახლდება დეკორატიული ღობეები, შეიცვლება ფილები და ბილიკები, კეთილმოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები. საინტერესო სიახლე იქნება სიცილის ოთახის მოწყობა, რომელიც დეკორატიულ შენობაში განთავსდება. მოეწყობა ფანჩატური ასაკოვანი ადამიანებისთვის, სადაც ხელმისაწვდომი იქნება საინფორმაციო მემორიალური დაფა სამტრედიაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები, გამოჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაციით. დეკორატიული ფიგურებით და ღამის განათებით მოეწყობა ხეივანი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 71