განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში იყო, რომელიც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მერაბ უღრელიძემ წარუდგინა კოლეგებს.

   ბიუჯეტის შესრულებლების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2023 წლის შესრულება გასულ წელზე 3 მლნ. ლარით მეტია, რაც მერაბ უღრელიძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის შედეგია. მატება ძირითადად დამატებით ღირებულების გადასახადის ხარჯზე მოხდა.

   ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტებით სხვადასხვა ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილ თანხებზე, რომლის დიდი წილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მერაბ უღრელიძემ კონკრეტულ პროექტებზე დეტალური მიმოხილვა გააკეთა.

   დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლისთვის ქართველი მათემატიკოსის, ანდრია რაზმაძის სახელის მინიჭების საკითხი, რომელიც განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი მელაშვილმა წარმოადგინა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 86