განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გაიმართა მუნიციპალური ტურნირი თავისუფალ ცურვაში
RDRC.GE
გაიმართა მუნიციპალური ტურნირი თავისუფალ ცურვაში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   პირველად სამტრედიაში, მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის ინიციატივით და მერიის კულტურის სამსახურის ჩართულობით, განახლებული სპორტული კომპლექსის საცურაო აუზზე, თავისუფალ ცურვაში, მუნიციპალური ტურნირი გაიმართა სამტრედიის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შორის.

   დავით ბახტაძე-,,ძალიან სასიამოვნოა, როცა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას ამდენი მოსარგებლე ჰყავს. დღეს ვხედავთ, რომ განახლებულ საცურაო აუზზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანი მოდის და სარგებლობს ამ სერვისით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ახალგაზრდების ჩართულობა სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიცაა ცურვა. ამ მიმართულებას ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რათა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაკავდეს ცხოვრების ჯანსაღი წესით. დიდი მადლობა ჩართულობისთვის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს. წარმატებას ვუსურვებ გამარჯვებულებს და თითოეულ მონაწილეს.”

   მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. ამიტომაც მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საჯარო სკოლებს შორის მუნიციპალურმა ტურნირებმა ტრადიციული ხასიათი მიიღო.

   დღევანდელ ტურნირს თავისუფალ ცურვაში, ესწრებოდა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლობა და მისი ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე.

   ,,სიამაყით მინდა აღვნიშნო სამტრედიის წარმატება. დღეს ვხედავთ, რომ განახლებული საცურაო აუზით დაინტერესება დიდია და ამ სერვისით სარგებლობს არა მარტო სამტრედიის მოსახლეობა. ეს მისასალმებელია და მადლობა პირადად მერს, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას თანადგომისთვის,” აღნიშნა რევაზ რობაქიძემ.

   თავისუფალი სტილით ცურვაში შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

   მონაწილეებმა 10-დან 14-მდე და 15-დან 18-წლამდე ასაკის მიხედვით გაცურეს 25 მეტრიანი დისტანცია.

   დღევანდელ ტურნირზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

   გოგონათა შორის პირველი ადგილო დაიკავა სსიპ ქალაქ სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზი გოგაძემ.

 პირველ ადგილზე ვაჟებს შორის გავიდა გიორგი ლორთქიფანიძე დიდი ჯიხაიშის 1-ელი საჯარო სკოლიდან, რომელმაც 10-დან 14 წლამდელთა კატეგორიაში იცურა.

   15- დან 18 წლამდე მონაწილეებს შორის ასევე პირველი ადგილი მოიპოვა მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ალექსანდრე რევიშვილმა.

   გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიგელებით, მედლებით და სიმბოლური საჩუქრებით პირადად დააჯილდოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მოადგილე გიორგი მეიშვილმა, კულტურის სამსახურია უფროსმა ნატალია მანჯგალაძემ და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა რევაზ რობაქიძემ.

   თავიაუფალი სტილით ცურვის ტურნირში მონაწილეობდნენ:

   1) მე-11 საჯარო სკოლა;

   2)წმ. ნაზარი ლეჟავას სახელობის მართმადიდებლური სკოლა;

   3)მე- 4 საჯარო სკოლა;

   4)ნაბაკევის საჯარო სკოლა;

   5)მე-7 საჯარო სკოლა;

   6)მე-2 საჯარო სკოლა;

   7)ქვაყუდის საჯარო სკოლა;

   8)მე-3 საჯარო სკოლა;

   9)1-ელი საჯარო სკოლა;

   10)ტოლების საჯარო სკოლა;

   11)კორმაღლის საჯარო სკოლა;

   12)მე-8 8საჯარო სკოლა;

   13)ჩხენიშის საჯარო სკოლა ტ

   ურნირის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 66