განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფელ დაბლა გომში ადგილობრივი მნიშვნელობის გზა წესრიგდება
RDRC.GE
სოფელ დაბლა გომში ადგილობრივი მნიშვნელობის გზა წესრიგდება
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლა გომში, მე-8 უბანში ადგილობრივი მნიშვნელობის გზა წესრიგდება.

   ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

   დავით ბახტაძე- ,,გომის თემში წელს მასშტაბურ სამუშაოებს ვახორციელებთ. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება და გომის თემის მსგავსად ის სხვა ლოკაციებზეც განხორციელდება. პრობლემის მოგვარებით ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნება.”

   მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დღეს სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდა მერის წარმომადგენელი გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზაზა ნიკოლეიშვილი, და საკრებულოს დეპუტატი ჯონი თევზაძე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 63