განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 35 წელი გავიდა 1989 წლის სისხლიანი აპრილის შემდეგ
RDRC.GE
35 წელი გავიდა 1989 წლის სისხლიანი აპრილის შემდეგ
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   35 წელი გავიდა 1989 წლის სისხლიანი აპრილის შემდეგ.

   თარიღი, რომელიც ერთდროულად ტკივილისა და ქართველთა დიდი თავისუფლების სიმბოლოა, თითოეული ქართველისთვის ძვირფასია. დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

   მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, დილიდან 9 აპრილის მემორეალთან შეიკრიბნენ და გაიხსენეს წარსული უახლესი ისტორიიდან.

   მოსწავლე-აზალგაზრდობის სახლთან არსებულმა ,,მოსწავლეთა პარლამენტმა” და თეატრალურმა წრემ დღევანდელ დღეს თემატურად დატვირთული ღონისძიება მიუძღვნა.

   9 აპრილის მემეორეალი დღეს კიდევ ერთხელ შეამკეს ყვავილებით და სანთლებით.

   დავით ბახტაძე-,,დროის მიუხედავად არ ნელდება ის ტკივილი, რომელიც 35 წლის წინანდელ 9 აპრილს გვახსენებს. ეს იყო უბადლო მაგალითი ერთიანობისა, ქვეყნის სიყვარულისა. ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს.ქვეყნის კეთილდღეობისთვის. სწორედ 2 წელიწადში ეს თარიღი იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედაც. ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს საკეთებელი, რომ სამშობლოსთვის დაღუპულთა იმედები ბოლომდე გავამართლოთ. მადლობა მათ თავისუფლებისთვის.”

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 70