განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის ყველაზე მაღალმთიან სოფელში კაპიტალური გზა კეთდება
RDRC.GE
სამტრედიის ყველაზე მაღალმთიან სოფელში კაპიტალური გზა კეთდება
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.

   მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან ადმისტრაციულ ერთეულში, ოფეთის თემში 7კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის გზის საფარი ეწყობა.

   მიმდინარე პროექტი დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ლადო ზაქრაძესთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

   ოფეთის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა, ასფალტის საფარი იგება, დიდი ჯიხაიშის და იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ჯუხაიშში მე-19 ქუჩაზე და იანეთში 8, 10, 13 ქუჩებზე.

   დავით ბახტაძე-,,ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გრუნტით დაფარული გზა წლებია ამორტიზებულია. ეს სოფელი იყო ერთადერთი მიმართულება სამტრედიის მუნიციპალოტეტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა იყო მძიმე მდგომარეობაში. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩვენ ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრამდე მისასვლელი გზა გვექნება კეთილმოწყობილი. ადგილობრივების მდგომარეობას ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გაუადვილდებათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის რეალიზება და კომფორტული გადაადგილება.”

   ოფეთის მიმართულებით მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. ადგილობრივი მოსახლეობა მადლიერებას გამოხატავს.

   ლია გიგინეიშვილი-თევზაძე ,,ოფეთში საუკუნის პროექტს ვუწოდებთ ამ საქმეს. მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა გვარდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იფიქრა, იშრომა და ეს ოცნენა რეალობად გვიქცია.”

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 67