განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან…
RDRC.GE
35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან…
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან…

   მსხვერპლად შეწირული უდანაშაულო სისხლი და ერთ მუშტად შეკრული საქართველო! ასე შემოინახავს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია თავისუფლების ჰიმნს, რომელიც ყველა ქარველის გულში ღადარივით მუდამ ანთია.

   წელს სამტრედიაში კიდევ ერთხელ მოიხარეს ქედი 9 აპრილს დაღუპულთა წინაშე.

   მუნიციპალიტეტის N1 საქალაქო ბიბლიოთეკისა და სსიპ მ. ბარამიას სახელობის ქ. სამტრედიის N6 საჯარო სკოლის ერთობლივო ღონისძიება 9 აპრილს მიეძღვანა.

   პედაგოგ ქეთევან ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით , მოსწავლეებმა ემოციურად შთამბეჭდავი და მრავლისმთქმელი საღამო აჩუქეს საზოგადოებას. სუნთქვაშეკრული დარბაზი 35 წლის წინანდელ ამბებს უცრემლოდ ვერ იხსენებდა….

   ღონისძიების დასაწყისში ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნანა გოგიშვილმა ხაზი გაუსვა N6 საჯარო სკოლისა და ბიბლიოთეკის მჭიდრო თანამშრომლობით ურთიერთობას და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელი დღის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

   ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თითოეულმა მათგანმა ცალსახად აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელსაც ასეთი მომავალი ეზრდება, ყოველთვის ძლიერი იქნება.

   მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია-,,დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ღირსეული მომავალი თაობა გვეზრდება. აქ გაჟღერებული თითოეული სიტყვა ქვეყნისადმი დიდი სიყვარულითაა ნასაზრდოები, ამიტომაც საქართველოს დიდი მომავალი აქვს”.

   სამტრედიის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ხარძიანი-,,9 აპრილი სრულიად საქართველოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ერთის მხრივ დღე უდანაშაულო მოსახლეობაზე სისხლიანი ანგარიშსწორებისა და მეორეს მხრივ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისა. დღევანდელი ერთობლივი ღონისძიება იყო საოცარი მუხტის მატარებელი და მადლობა ორგანოზატორებს, პედაგოგს და თითოეულ მონაწილეს.”

   N6 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა თევზაძე-,,ჩვენთვის მნიშვნწლოვანოა მომავალმა თაობებმა კარგად გააცნობიერონ ჩვენი ქვეყნია წღსული. მათ უნდა იცოდნენ საიდან მოვდივართ და ვინ ვართ დღეს. ვფიქრობ, დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ჩვენს შვილებს კარგად ესმით რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული.”

   ბიბლიოთეკის და სკოლის ერთობლივი ღონისძიება შეფასეს მერის მოადგილემ, გიორგი მეიშვილმა და მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატალია მანჯგალაძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 67