განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 14 აპრილი დედაენის დღეა
RDRC.GE
14 აპრილი დედაენის დღეა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   14 აპრილი დედაენის დღეა. სიტყაში გაცოცხლებული ქართული გენიის დღე. ეს არის საგანძური, რომლითაც შემოქმედმა დაგვაჯილდოვა.

   თავისუფლებისა და სიცოცხლის წყურვლით აღვსებული ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში აწრთობდა და აყალიბებდა უნიკალურ ქართულ ანბანს, რათა კარგად შემოენახა ჩვენთვის იოანე ზოსიმეს თქმული: ,, ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა, მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა.”

   სსიპ მ. ბარამიას სახელობის ქ. სამტრედიის N6 საჯარო სჯოლაში დედაენის დღისადმი მიძვნილი კვირეულის აქტივობები სასკოლო პროექტით დასრულდა.

   ,,ქართული კალიგრაფია ხელოვნებაა”- პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა ორიგინალური ხელნაწერები, წინასწარ განსაზღვრული ნაბეჭდი ტექსტიდან შექმნეს, ასევე გამორჩეულ ქართველ კალიგრაფთა ხელნაწერებსაც მიბაძეს.

   დღეს, პროექტის ფარგლებში, სკოლაში შეხვედრა გაიმართა კალიგრაფთან და ხატმწერთან, ანა თადუმაძესთან. სახელოსნო ,,ლოგოსი” რომელიც ანა თადუმაძემ სამტრედიაში 2 წლის წინ დააარსა, ქართული კალიგრაფიული სკოლის და ზოგადად უნიკალურ ქართულ კალიგრაფიაზე დაკვირვებას და მასში განვითარებას ემსახურება.

   მოსწავლეწბმა შეხვედრაზე ქართულ დამწერლობაზე, ხელნაწერებსა და კალიგრაფიის დანიშნულებაზე ისაუბრეს. მათი დიდი დაინტერესება მოქმედ კალიგრაფთან შეხვედრამ გამოიწვია, რომელმაც ქართული ხელრთვის და ასოთა განსხვავებული მოსმის ტექნიკა მათ თვალწინ გააცოცხლა.

   დიდი ინტერესით გაეცნენ მოსწავლეები ანა თადუმაძის მიერ დამზადებულ ხელნაკეთ წიგნს, რომელშიც ქართული უნიკალური ანბანის სამივე სახეობის და ხატწერის ნიმუშებია წარმოდგენილი. ✅ შეხვედრა ინტერაქიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა დასმულ შეკითხვებზე საინტერესო პასუხები მოისმინეს

   დღესვე გამოვლინდნენ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები, რომლებიც სკოლოს დირექტორმა ლელა თევზაძემ, პროექტის ხელმძღვანელთან, ნათია იობაძესთან ერთად დააჯილდოვა. ✅✅ პირველი ადგილი მე-8 კლასის მოსწავლეს, ბარბარე ჯიშკარიანს ერგო, მეორე ადგილის მფლობელი ასევე მე-8 კლასელი ელენე ჯოგლიძე გახდა, მესამე ადგილი კი ლიზი კეკუტიამ აიღო, რომელიც ასევე მე- 8 კლასის მოსწავლეა.

   კონკურსმა დაწყებითი საფეხურის მე-3 კლასელი ბარბარე გოგიტიძეც გამოავლინა, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 164