განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

   საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ დღის წესრიგით გათვალოსწინებული საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას

   საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ტარიელ ცომაიამ წარადგინა. საკითხები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას ეხებოდა.

   სხდომას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში. ტარიელ ცომაიამ წარადგინა 2024 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასახორციელებელი პროგრამები.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 180