განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გაიმართა მარიამ მარჯანიშვილის წიგნის პრეზენტაცია
RDRC.GE
გაიმართა მარიამ მარჯანიშვილის წიგნის პრეზენტაცია
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, დღეს, მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის განათლებისა და ახალი ისტორიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის, ფილოლოგიის დოქტორის, მარიამ მარჯანიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

   ,,ქალთა როლი ქუთაისის პერიოდიკაში” ასე ჰქვია საკმაოდ ვრცელ ნაშრომს, რომელიც მე-19 საუკუნის პერიოდულ გამოცემებზე დაყრდნობით, შეგვახსენებს იმ აქტიურ ნაწილს საზოგადოებოსას, რომელთაც თავიანთი ქმედებით გარდამტეხი როლი ითამაშეს ქალთა შესაძლებლობების გამოვლენის თვალსაზრისით.

   მარიამ მარჯანიშვილმა ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებასთან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალის როლზე და აღნიშნა, რომ წიგნში თავმოყრილი მასალა საინტერესო გზამკვლევია ამ თემით დაინტერესებული პირებისთვის.

   ახლადგამოცემულმა წიგნმა უკვე დაიდო ბინა მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში და ის მკითხველისთვის ხელმისაწვდომია.

   შეხვედრას ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც თემის აქტუალობაზე ავტორთან ერთად იმსჯელეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 214